იტვირთება...
ვებსაიტი არის ადგილი, სადაც მომხმარებელს უყალიბდება წარმოდგენა კომპანიის შესახებ და უჩნდება ნდობა მის მიმართ, ან პირიქით. მხოლოდ ერთი პატარა შეცდომა თქვენს ვებსაიტზე საკმარისია, რომ დაკარგოთ მომხმარებელი, მათი ნდობა და შემოსავალი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდეთ ეს შეცდომები, რათა თავიდან აირიდოთ არასასურველი შედეგები.
აქ გაიგებთ ყველაზე გავრცელებული შეცდომების შესახებ ვებსაიტის შექმნისას, რომლებიც აზიანებს ბიზნესს და ისწავლით, როგორ აირიდოთ ისინი თავიდან.
ვებსაიტის ჩატვირთვის სიჩქარე ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ფაქტორია, რომელიც პირდაპირ მოქმედებს მომხმარებლის გამოცდილებაზე. თუ გვერდი დიდხანს იტვირთება, ვიზიტორები მარტივად კარგავენ მოთმინებას, ტოვებენ ვებსაიტს და ეძებენ სწრაფ ალტერნატივას.
გარდა ამისა, ნელი ვებსაიტი არამხოლოდ იწვევს მომხმარებლის მიერ ვებსაიტის დატოვებას, არამედ უარყოფითად აისახება SEO-ზე — საძიებო სისტემები ნელ ვებსაიტებს დაბალ პოზიციებზე განათავსებენ, რაც კიდევ უფრო ამცირებს მათი პოვნის შესაძლებლობას.
არაპროფესიონალური დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა ვებსაიტისთვის. როცა ვიზუალი ძველმოდური ან ზედმეტად გადატვირთულია, მომხმარებელს ვებსაიტზე შესვლის პირველივე წამებში უჩნდება განცდა, რომ თითქოს ბიზნესი დაუგეგმავად ან დაუდევრად მუშაობს. მომხმარებელმა შეიძლება იფიქროს, რომ მომსახურება ან პროდუქტი ისეთივე არეული და მოძველებულია, როგორიც ვებსაიტის ვიზუალი. შედეგად, ჩნდება ეჭვი ბრენდის სანდოობისა და ხარისხის შესახებ.
ამგვარად, ვიზუალური სტილი არა მხოლოდ ესთეტიკას, არამედ სანდოობასაც განსაზღვრავს, ამიტომ ვებსაიტისთვის პროფესიონალური დიზაინის შექმნა სწორი მარკეტინგული ნაბიჯია და პირდაპირი ინვესტიციაა ბიზნესისთვის მომხმარებლის ნდობისა და წარმატების მოსაპოვებლად.
SEO, ანუ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად მარტივად პოულობს მომხმარებელი ვებსაიტს. თუ ვებსაიტი არ არის SEO ოპტიმიზირებული, იგი ვერ გამოჩნდება სათანადო პოზიციაზე Google - ში და სხვა საძიებო სისტემებში.
შედეგად მცირდება ვებსაიტის ვიზიტორთა რაოდენობა და იზრდება ალბათობა იმისა, რომ მომხმარებელი ვებსაიტს ვერ იპოვის მაშინ, როდესაც სწორედ თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას ეძებს.
დღევანდელ სამყაროში მომხმარებელთა უმეტესობა ინფორმაციას მობილურით ეძებს. თუ თქვენი ვებსაიტის დიზაინი მობილურის ეკრანისთვის მორგებული არ არის, მომხმარებელი ვერ მოახერხებს ინფორმაციის მიღებას კომფორტულად და სწრაფად, რის შედეგადაც იგი უკმაყოფილოა. მსგავსი გამოცდილება კი ხშირად იწვევს ბიზნესის მიმართ ნდობის დაკარგვასა და მის პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანას.
ვებსაიტი მხოლოდ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად და მასზე დადებითი შთაბეჭდილების მოსახდენად არ გამოიყენება. მისი დახმარებით ასევე შესაძლებელია თვალი ვადევნოთ მომხმარებლის ქცევას და მივიღოთ საჭირო ინფორმაცია მათ შესახებ, მაგალითად: ვინ შედის ვებსაიტზე, საიდან შედის, კონკრეტულად რა აინტერესებს და ასე შემდეგ. ამ მონაცემების გამოყენებით შეგვიძლია განვსაზღვროთ რა როგორ მუშაობს და საჭირო ცვლილებები შევიტანოთ ვებსაიტში, ან ბიზნესში იმისათვის რომ გავაუმჯობესოთ შედეგები.
თუ თქვენი ვებსაიტი არ არის დაცული, საფრთხე გელით როგორც თქვენ, ასევე თქვენს მომხმარებლებსაც. ჰაკერული თავდასხმები, მონაცემთა გაჟონვა და ვირუსები არა მხოლოდ ტექნიკურ პრობლემებს ქმნიან, არამედ ისინი აზარალებენ თქვენი ბრენდის რეპუტაციას.
ძალიან ხშირი პრობლემები ვებსაიტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რომლებიც აუცილებლად უნდა აღმოფხვრათ:
- სუსტი პაროლები და ავტორიზაციის სისტემები
- SSL-სერტიფიკატის არქონა
- მონაცემთა უსაფრთხოების სტრატეგიის არარსებობა
- რეგულარული განახლებებისა და ტესტირების ნაკლებობა
ამ პრობლემების არსებობა საფრთხეს უქმნის ვებსაიტის დაცულობას და ზრდის რისკებს, რომ ინფორმაცია დაიკარგოს, ან გაიჟონოს, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვებსაიტი ინახავს მომხმარებლის ინფორმაციას.
რისკების გაზრდის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ვებსაიტის დამზადებისა და მის შემდგომ პროცესშიც უსაფრთხოებას უდიდესი ყურადღება მიექცეს.
ვებსაიტის ნავიგაცია არის ის გზა, რომელიც აკავშირებს მომხმარებელს თქვენს კონტენტთან, პროდუქტთან ან სერვისთან. თუ ნავიგაცია მიუწვდომელი ან გაუგებარია, მომხმარებელი ადვილად იბნევა, ვერ პოულობს საჭირო პროდუქტს ან ინფორმაციას და სწრაფად ტოვებს ვებსაიტს. ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ მომხმარებლის გამოცდილებაზე, არამედ გაყიდვებზეც.
გაუგებარი ნავიგაცია ზრდის bounce rate-ს, ანუ ვიზიტორები ტოვებენ ვებსაიტს ძალიან მალე, რადგან ისინი ვერ ხედავენ საჭირო ინფორმაციას. ასევე ეს ქმნის კომუნიკაციის პრობლემას, რადგან მომხმარებელი ვერ ხვდება, როგორ შეიძინოს პროდუქტი, შეავსოს ფორმა ან დაგიკავშირდეთ თქვენ.