იტვირთება...
ეს დოკუმენტი წარმოგიდგენთ Webnotes-ის მომსახურების წესებსა და პირობებს. პროექტზე მუშაობის დაწყება და/ან ფულის გადახდა ნიშნავს, რომ კლიენტი ეთანხმება აქ ჩამოთვლილ პირობებს.
Webnotes უზრუნველყოფს შემდეგ სერვისებს: ვებსაიტების დამზადება (WordPress ან კოდი), SEO ოპტიმიზაცია და AI ინტეგრაცია (ჩათბოტები, კონტენტის ინსტრუმენტები, პერსონალიზაცია და სხვ.). პროექტში შემავალი კონკრეტული სამუშაოები, ვადა, ტექნიკური მოთხოვნები და ფასი განსაზღვრებულია ინდივიდუალურ შეთავაზებასა და კონტრაქტში.
პროექტის საბოლოო ფასი დგინდება წინასწარი შეთანხმებისა და შეთავაზების მიხედვით. სრული გადახდა ხდება მხოლოდ ვებსაიტის საბოლოო ვერსიის ჩვენებისა და თქვენს მიერ მიღების მომენტში.
კლიენტმა უნდა უზრუნველყოს დროული უკუკავშირი, საჭიროების შემთხვევაში მასალები — ლოგო, ტექსტი, ფოტოები და სხვა საჭირო რესურსები, რომ პროექტი შესრულდეს შეთანხმებული ვადით.
შეფერხების შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია კლიენტის მიერ უპასუხოდ დარჩენით ან რესურსების მიწოდების დაკლებით, ვადები შესაძლოა გადაიწიოს.
პროექტის საბოლოო ვერსიის ჩვენების შემდეგ კლიენტს აქვს გარკვეული ვადა (თანხის მიღებამდე შეთანხმებული პერიოდი), რათა შეამოწმოს და დაადასტუროს პროექტის შესაბამისობა. მიღება/გადახდა გულისხმობს, რომ კლიენტმა დაადასტურა, რომ პროექტი შეესაბამება შეთანხმებულ ტექნიკურ და ვიზუალურ მოთხოვნებს.
სრული ინტელექტუალური უფლებები (კოდები, დიზაინი, კონტენტი) გადაეცემა კლიენტს სრული გადახდის შემდეგ, გარდა მესამე მხარის ლიცენზირებული კომპონენტებისა (პლაგინები, ფორუმები და სხვ.), რომლებიც ექვემდებარებიან მათი მიმწოდებლის პირობებს.
პროვაიდერს (Webnotes-ს) უფლება აქვს პროექტი გამოიყენოს საკუთარ პორტფოლიოში, თუ დამკვეთთან კონფიდენციალურობის შესახებ სხვა პირობები არ არის შეთანხმებული.