იტვირთება...
დღეს, როდესაც ადამიანს სჭირდება პროდუქტის ან მომსახურების შესახებ ინფორმაციის პოვნა, პირველი ნაბიჯი თითქმის ყოველთვის მისი ინტერნეტში ძებნაა. საძიებო სისტემებს შორის Google უდავოდ ლიდერობს და ამდროინდელი მონაცემებით, ყოველდღიურად 16.4 მილიარდი მომხმარებელი ეძებს ინფორმაციას მისი საშუალებით. ეს რიცხვი მუდმივად იზრდება და ცხადია, რომ თუ ბიზნესი ონლაინ არ არის ხელმისაწვდომი, ის მარტივად რჩება ყურადღების მიღმა.
თანამედროვე კომპანიების დიდი ნაწილი უკვე მიხვდა, რომ ციფრულ ეპოქაში ონლაინ ყოფნა აუცილებელია, ამიტომ აქტიურად დაიწყო ვებსაიტების შექმნა და ინტერნეტში საკუთარი ადგილის დამკვიდრება.
ქართულ რეალობაში, ადგილობრივი ბიზნესების გარკვეული ნაწილი უკვე შეუერთდა ამ პროცესს და მიხვდა, რომ ვებსაიტის გარეშე დღევანდელ სამყაროში განვითარება ფაქტობრივად შეუძლებელია. თუმცა, ბიზნესების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, თუ რატომ არის აუცილებელი ვებსაიტის ფლობა. სინამდვილეში კი მიზეზი ძალიან მარტივია: ვებსაიტი არის ხიდი მომხმარებელსა და ბიზნესს შორის. სწორედ აქ იგებს ადამიანი თქვენს შესახებ პირველად, აქ კითხულობს ინფორმაციას და აქ იღებს გადაწყვეტილებას, დაგიკავშირდეთ თუ არა. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით კი, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი იყენებს საძიებო სისტემებს, უამრავი პოტენციური მომხმარებელი დაკარგულია ვებსაიტის არ არსებობის შემთხვევაში.
გარდა იმისა, რომ ბიზნესისთვის ვებსაიტის არსებობა დღეს აუცილებელია, ქართულ ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მისი კონკურენტულ უპირატესობად გამოყენებაც ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. რადგან ბიზნესების უდიდეს ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს ვებსაიტი, ან საკმარის ყურადღებას არ აქცევს მას. ეს ერთი შეხედვით მცირე შეცდომა თითოეულ ბიზნესს, რომელსაც აქვს გამართული ვებსაიტი, აძლევს შესაძლებლობას, მარტივად გახდეს ლიდერი ბაზარზე კონკურენციის ნაკლებობის გამო.
ამგვარად, ვებსაიტის არსებობა ბიზნესისთვის არამარტო აუცილებელია, არამედ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაცაა.
ვებსაიტის შექმნა შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი იწყება რამდენიმე მარტივი ნაბიჯით.
- გააზრებული მიზანი
პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოთ, რისთვის გჭირდებათ ვებსაიტი. მაგალითად, გინდათ ონლაინში გაყიდოთ პროდუქტები, გააცნოთ მომხმარებელს თქვენი სერვისები, თუ უბრალოდ გქონდეთ გვერდი, სადაც მარტივად დაგიკავშირდებიან.
- ინფორმაციის ორგანიზება
იფიქრეთ, რა ინფორმაციას ეძებს თქვენი მომხმარებელი თქვენზე. მთავარ გვერდზე უნდა ეწეროს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დანარჩენი კი უნდა იყოს მარტივად მოსაძებნი — მაგალითად „ჩვენ შესახებ“, „სერვისები“ და „კონტაქტი“.
- ვიზუალი და შთაბეჭდილება
ვებსაიტის ვიზუალი დიდ გავლენას ახდენს მომხმარებლის შთაბეჭდილებაზე ბიზნესის შესახებ. თუ ის არ არის დახვეწილი და ძველმოდურად გამოიყურება, ან თუ ის ზედმეტად გადატვირთულია, მომხმარებელს შეიძლება საერთოდ აღარ მოუნდეს ვებსაიტზე დაბრუნება. სუფთა, მარტივი და თანამედროვე დიზაინი ყოველთვის დადებით ემოციას იწვევს მომხმარებელში.
- სიმარტივე და ინტუიციურობა
თქვენი ვებსაიტი უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი. ანუ ადამიანი სწრაფად უნდა მიხვდეს თუ რომელი ღილაკი გამოიყენოს იმისათვის, რომ მიიღოს ინფორმაცია, რომელსაც ეძებს.
ვებსაიტის ვიზუალზე, სტრუქტურაზე, უსაფრთხოებასა და სხვა მნიშვნელოვან ტექნიკურ დეტალებზე საერთოდ არ არის საჭირო, რომ თავად იზრუნოთ და თქვენთვის მნიშვნელოვანი დრო დახარჯოთ. საჭიროა მხოლოდ მიზნის არსებობა, ხოლო უშუალოდ ვებსაიტის დამზადება და ამისათვის საჭირო ყველა საკითხზე ზრუნვა შეგიძლიათ ჩვენ მოგვანდოთ.
Webnotes - ის გუნდი ითვალისწინებს ვებსაიტის ეფექტურობისთვის აუცილებელ თითოეულ დეტალს, როგორებიცაა: სწორი და მარტივად გასაგები სტრუქტურა, დახვეწილი და თანამედროვე დიზაინი, რომელიც ყველა მოწყობილობაზე იქნება მორგებული, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO), რომელიც ეხმარება ვებსაიტს, რომ იყოს უფრო მარტივად ხელმისაწვდომი და თვალსაჩინო მომხმარებლისთვის და ასე შემდეგ.
თუ გსურთ, რომ დიდი ძალისხმევის გარეშე მიიღოთ პროფესიონალური ვებსაიტი და დაწინაურდეთ ბაზარზე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სოციალურ ქსელებში 💙.
Facebook ბმული: webnotes
Linkedin ბმული: webnotes